Accentnews.ge
გავრილოვი საქართველოში ვიზიტს აანონსებს

გავრილოვი საქართველოში ვიზიტს აანონსებს

10/05/2023 16:57:52 პოლიტიკა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მიესალმება საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესასვლელად სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

„ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს მოხსნის იმ ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიდა ქართველებს რუსეთში მყოფი ნათესავების მონახულებაში, ისევე, როგორც პირიქით. ეს ასევე ხელს შეუწყობს კომერციული და პირადი კონტაქტების დამყარებას. ასევე შეამცირებს არსებულ დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში.

ჩვენ არაერთხელ მივმართავდით რუსეთის პრეზიდენტს, რომ მოხსნილიყო ყველა არსებული ბარიერი, მით უმეტეს, რომ საქართველოს არა აქვს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებთან. ვისაც არ უნდა რუსეთში ჩამოსვლა, შეუძლია არ ჩამოვიდნენ. მე არ ვიცი, იცოდა თუ არა ქართულმა ოცნებამ ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ელოდა ამ გადაწყვეტილებას. პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას. შესაძლოა ეს არ მოხდეს ახლო მომავალში, მაგრამ საქართველოში ჩემი ბევრი ნათესავია დაკრძალული. არ ვიცი, შემომიშვებენ თუ არა საქართველოში, ეს დამოკიდებულია ქვეყნის ხელისუფლებაზე”,- ამბობს გავრილოვი. [„მთავარი არხის“ თარგმანი]

სწორედ გავრილოვის ვიზიტს უკავშირდება 2019 წელს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების გაუქმება: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და სესიის რუსულ ენაზე ჩატარებას ქვეყანაში მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. გავრილოვი იძულებული გახდამ, შეეწყვიტა ღონისძიება, შემდეგ კი სასწრაფო წესით დატოვა ქვეყანა. კრემლმა ქართული საზოგადოების პროტესტს ტრადიციულად უწოდა „რუსოფობია“.

იხილეთ ასევე:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს მოსალოდნელი სანქციების შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს

„ნიადაგი იქმნება“: რატომ მოუხსნა რუსეთმა საქართველოს ორი სანქცია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S