Accentnews.ge
რუსული მედია: „საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის მოხსნამ ავიაბილეთებზე მოთხოვნა გააშვიდმაგა“

რუსული მედია: „საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის მოხსნამ ავიაბილეთებზე მოთხოვნა გააშვიდმაგა“

10/05/2023 16:46:02 საზოგადოება

კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენებზე ცალმხრივად დაწესებული აკრძალვის გაუქმების რუსეთში ავიაბილეთებზე მოთხოვნა რამდენჯერმე გაიზარდა,– იუწყება კრემლის პროპაგანდისტული მედიარესურსი „რია ნოვოსტი“ მოგზაურობის დაჯავშნის სერვისებზე დაყრდნობით.

„OneTwoTrip-ის ვებსაიტზე სიახლეების გამოჩენიდან პირველ სამ საათში (12-დან 15 მაისამდე) ავიაბილეთებზე მოთხოვნა სამჯერ გაიზარდა შუადღის წინა პერიოდთან შედარებით, ხოლო მეზობელ ქვეყანაში სასტუმროს მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა ერთნახევრით“ , - განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში.

ახლა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენის ღირებულება 14 ათასი რუბლიდან იწყება, ბათუმამდე - 25 ათასი რუბლიდან. დედაქალაქის სამვარსკვლავიან სასტუმროში ღამისთევის მინიმალური ღირებულებაა 1,4 ათასი რუბლიდან, საკურორტო ქალაქში - 3,2 ათასიდან.

Yandex.Travel სერვისის მომხმარებლებმა ახალი ამბების გამოჩენიდან პირველი ხუთი საათის განმავლობაში, შვიდჯერ უფრო ხშირად დაიწყეს საქართველოში ავიაბილეთების ძებნა.

რუსული მედია წერს, რომ მომხმარებლები საქართველოში სასტუმროების დაჯავშნის მიმართულებითაც გააქტიურდნენ და „თბილისი მოგზაურობისთვის ყველაზე პოპულარულ ქალაქად იქცა“.

იხილეთ ასევე:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს მოსალოდნელი სანქციების შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს

„ნიადაგი იქმნება“: რატომ მოუხსნა რუსეთმა საქართველოს ორი სანქცია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S