
ჩეჩენი ჟურნალისტი –საქართველოში შემოსვლაზე უარი განმიცხადეს
10/05/2023 09:56:14 საზოგადოება
ჩეჩენი ჟურნალისტი ჟალაუდი გერიევი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.
როგორც გერიევმა გამოცემა OC Media-სთან საუბრისას განაცხადა, იგი თბილისში 6 მაისს ბუდაპეშტიდან ჩავიდა.
მისი თქმით, როგორც კი მესაზღვრემ პასპორტში ნახა, რომ ჩეჩნეთშია დაბადებული, დოკუმენტები შესამოწმებლად ჩამოართვეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი, მიზეზის დაუსახელებლად უთხრეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ვერ შევა.
„ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩვეულებრივ რუსულ აეროპორტში“, – აცხადებს გერიევი.
ჟურნალისტის თქმით, იგი "საქართველოს ხელისუფლებას არაპროფესიონალიზმსა და ჩრდილოკავკასიელთა დისკრიმინაციაში" ადანაშაულებს და სასამართლოში საჩივვრის შეტანას აპირებს.