
ბლინკენი: უკრაინას ტერიტორიების დასაბრუნებლად ყველა საჭირო რესურსი აქვს
10/05/2023 07:19:47 მსოფლიო
ეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინას ტერიტორიების დასაბრუნებლად ყველა საჭირო რესურსი აქვს.
"უკრაინელებს ადგილზე აქვთ, რაც სჭირდებათ იმისთვის, რომ წარმატებით გააგრძელონ იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელიც რუსეთმა ბოლო 14 თვის განმავლობაში ძალით მიიტაცა. არ ვგულისხმობ მხოლოდ იარაღს, მათ გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგებიც და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ სწორი გეგმები, რომ მიაღწიონ წარმატებას", – განაცხადა ბლინკენმა.
გუშინ აშშ-მა უკრაინას დამატებით 1,2 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ვაშინგტონმა კიევს 37 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია.