ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მწერალზე სექსუალურად იძალადა
10/05/2023 06:30:35 მსოფლიო
ნიუ-იორკში ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1990-იან წლებში მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლზე სექსუალურად იძალადა.
კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა ცხრაკაციანმა სასამართლომ ტრამპი სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ სცნო, ხოლო გაუპატიურების ბრალდება არ გაიზიარა.
სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მწერლისთვის ჯამში ხუთი მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
თავად ტრამპი ბრალდებებს უარყოფს.


