უკრაინის გენშტაბი: ბახმუტისა და მარინკისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება
10/05/2023 05:48:17 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 23 სარაკეტო და 43 საავიაციო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები 97-ჯერ დაცხრილეს.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე, სადაც გასულ 24 საათში შეტევაზე 46-ჯერ გადავიდა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე ბრძოლა ბახმუტისა და მარინკისთვის მიმდინარეობს.
გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალების 690 სამხედრო, 2 ტანკი, 6 დრონი, 18 ჯავშანმანქანა და სხვა ტექნიკა გაანადგურეს.


