საფრანგეთი ევროკავშირს მოუწოდებს, „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს
10/05/2023 05:36:19 მსოფლიო
საფრანგეთის ევროკავშირს მიმართავს, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს.
მანამდე, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანას მხარი დაუჭირეს.
ტერორისტული ორგანიზაციების სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრებს შეუძლიათ, გაყინონ „ვაგნერის“ ჯგუფის და მისი წევრების აქტივები, ევროპულ კომპანიებსა და მოქალაქეებს კი ჯგუფთან ურთიერთობა აეკრძალებათ.
ცნობისათვის: გუშინ გამოცემა Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბრიტანეთი რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით „ვაგნერის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას გეგმავს.


