პენტაგონი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა რუსული „კინჟალი“ „პატრიოტის“ გამოყენებით ჩამოაგდეს
10/05/2023 05:32:14 მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა რუსული რაკეტა „კინჟალი“ ამერიკული „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით ჩამოაგდეს, - ამის შესახებ პენტაგონის პრეს–სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა.
”შემიძლია დავადასტურო, რომ უკრაინელებმა „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. როგორც მოგეხსენებათ, ეს სისტემა არის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების უფრო ფართო სპექტრის ნაწილი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინას მიაწოდეს“, - აღნიშნა რაიდერმა.
მისი თქმით, აშშ და მისი პარტნიორები უკრაინისთვის დახმარების გაწევას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე საჭირო იქნება.


