სი ძინპინმა პუტინს 9 მაისი არ მიულოცა
09/05/2023 23:13:05 მსოფლიო
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 9 მაისი არ მიულოცა. ამაზე მსოფლიო მედია ამახვილებს ყურადღებას.
მილოცვის შესახებ ინფორმაცია არც კრემლის, არც რუსეთში ჩინეთის საელჩოს, არც ჩინეთის საგარეო უწყების საიტებსა თუ ჩინურ სახელმწიფო მედიაში იძებნება.
აღსანიშნავია, რომ სი ძინპინს პუტინისთვის არც გასულ წელს მიულოცია, მაშინ, როცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ამას ყოველთვის აკეთებდა.


