უკრაინაში AFP-ს ჟურნალისტი არმან სოლდენი დაიღუპა
09/05/2023 19:05:09 მსოფლიო
უკრაინაში AFP-ს ჟურნალისტი არმან სოლდენი დაიღუპა, - იუწყება უცხოური მედია.
როგორც ირკვევა, გადამღები ჯგუფი უკრაინის აღმოსავლეთში, ბახმუტის სიახლოვეს, ქალაქ ჩასოვ იარის მიდამოებში უკრაინელ სამხედროებს ახლდა თან, როცა რუსეთმა "გრადებით" მიიტანა იერიში.
სოლდენის გარდა, გადამღები ჯგუფიდან არავინ დაშავებულა.
"არმანის სიკვდილი შეხსენებაა იმ რისკებისა და საფრთხის, რომელსაც უკრაინის ომის გამშუქებელი ჟურნალისტები ყოველდღიურად აწყდებიან" - განაცხადა მომხდართან დაკავშირებით AFP-ს თავმჯდომარემ ფაბრის ფრაისმა.


