Accentnews.ge
განადგურებულია რუსეთის უმსხვილესი კიბერჯაშუშური ქსელი, რომელიც ნატო-ს ქვეყნებს საიდუმლო დოკუმენტებს 20 წლის განმავლობაში ჰპარავდა

განადგურებულია რუსეთის უმსხვილესი კიბერჯაშუშური ქსელი, რომელიც ნატო-ს ქვეყნებს საიდუმლო დოკუმენტებს 20 წლის განმავლობაში ჰპარავდა

09/05/2023 17:09:11 მსოფლიო

განადგურებულია რუსეთის უმსხვილესი კიბერჯაშუშური ქსელი, რომელიც ნატო-ს ქვეყნებსა და გაერო-ს საიდუმლო დოკუმენტებს 20 წლის განმავლობაში ჰპარავდა, - იუწყება უცხოური მედია.

კიბერჯაშუშობის "ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი" რუსული ინსტრუმენტი სახელად Snake ("გველი"), რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ორი ათწლეულის განმავლობაში იპარავდა გაერო-ს, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მთავრობების, ჟურნალისტებისა და სხვა პირთა საიდუმლო მასალებს, აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ გამოავლინა და გააუვნებელჰყო.

ირკვევა, რომ ჯაშუშურ ქსელს მართავდა რუს ჰაკერთა ჯგუფი Turla, რომელიც, ამერიკელი კონტრმზვერავების ინფორმაციით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის რიაზანის ბიუროს თანამშრომებით იყო დაკომპლექტებული. .

8 მაისს ჯაშუშური პროგრამული უზრუნველყოფის დეაქტივაცია განხორციელდა და როგორც ამერიკული მხარე აცხადებს, სპეციალისტებმა მოახერხეს, იგი თავად ჯაშუშური ქსელის წინააღმდეგ მიემართათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S