აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მათ შორის "ირანის მავნე გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად თანამშრომლობის" საკითხი განიხილეს
09/05/2023 16:23:01 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ელი კოენთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, მხარეებმა, მათ შორის "რუსეთის აგრესია უკრაინაში და ირანის მავნე გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად თანამშრომლობის" საკითხი განიხილეს.
ამასთან, ბლინკენმა ისრაელსა და პალესტინას მოუწოდა, "გადადგან დამატებითი ნაბიჯები დასავლეთ სანაპიროზე ვითარების სტაბილიზაციისა და გრძელვადიანი სიმშვიდის ხელშეწყობისთვის".


