ზელენსკი: ჩვენ ყოველდღე ვამტკიცებთ, რომ აგრესორის დამარცხება შეგვიძლია
09/05/2023 14:56:12 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები გმირობასა და გამძლეობას ყოველდღიურად ადასტურებენ. ამის შესახებ მან ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
"რუსეთის თავდასხმების მოგერიების კუთხით მიღწეული ყოველი წარმატება იმის დასტურია, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავამარცხოთ ეს აგრესორი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან ევროპელ პარტნიორებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მოკლე გამოსვლის დასასრულს ზელენსკიმ ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა კიევში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ "ევროპის კონტინენტზე მშვიდობა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება, აღდგეს".
"ჩვენ უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის ისეთივე ძლიერები უნდა ვიყოთ, როგორის არის რუსეთის სურვილი, გაანადგუროს ევროპა", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.


