Accentnews.ge
ზელენსკი: „მტერმა ბახმუტის დაპყრობა ვერ შეძლო“

ზელენსკი: „მტერმა ბახმუტის დაპყრობა ვერ შეძლო“

09/05/2023 13:18:59 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა 9 მაისისთვის ბახმუტის აღების მიზანს ვერ მიაღწია.

„მათ ვერ შეძლეს ბახმუტის დაპყრობა. ეს იყო ბოლო მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია, რომლის დასრულებაც მათ 9 მაისისთვის სურდათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად ქალაქი მთლიანად განადგურებულია:„სამწუხაროდ, ქალაქი აღარ არსებობს. ყველაფერი მთლიანად განადგურებულია“.

ამასთან, მან უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება:

"უკრაინა ყოველდღიურად ავლენს რუსული აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის ეფექტურობას. ყოველი ჩამოგდებული რაკეტა, ჩვენი მეომრების ყველა წარმატება იმის მტკიცებულებაა, რომ ჩვენ შეგვიძლია აგრესორზე გამარჯვება. მთავარია ჩვენი შესაძლებლობების პროპორციულობა იმ შესაძლებლობებთან, რაც აგრესორს აქვს და ამ კონტექსტში, მე მადლობა გადავუხადე ურსულა ფონ დერ ლაიენს იმისთვის, რომ ევროკავშირი მზადაა, მიაწოდოს უკრაინას ეს ძლიერ საჭირო საბრძოლო მასალა – ერთი მილიარდი საარტილერიო ჭურვი. ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, ამ საბრძოლო მასალის შესყიდვისა და მიწოდების სისწრაფე, რადგან ისინი ბრძოლის ველზე უკვე საჭიროა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S