Accentnews.ge
ქუთაისის მერი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შოთა ჩიხლაძეს შეხვდა

ქუთაისის მერი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შოთა ჩიხლაძეს შეხვდა

09/05/2023 11:45:20 რეგიონები, რეკლამა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შოთა ჩიხლაძეს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა 101 წლის თანაქალაქელს.

"78 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან . ძალიან ცოტანი დარჩნენ ჩვენს გვერდით იმ ომის მონაწილეები - ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს და გაიმარჯვეს. დღეს ერთ-ერთ მათგანს, ბატონ შოთა ჩიხლაძეს სახლში ვესტუმრე და გამარჯვების დღე მივულოცე.9 მაისი კიდევ ერთხელ შეხსენებაა იმისა, რა საშინელებაა ომი.მშვიდობიან სამყაროში გვეცხოვროს!" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S