Accentnews.ge
CNN: მოსკოვში სამხედრო აღლუმმა მხოლოდ ერთი ტანკით ჩაიარა

CNN: მოსკოვში სამხედრო აღლუმმა მხოლოდ ერთი ტანკით ჩაიარა

09/05/2023 10:22:09 მსოფლიო

მოსკოვში, "გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა წინ, - იუწყება CNN.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ეს ერთადერთი ტანკი – T-34 ტიპის, საბჭოთა ეპოქის მანქანა იყო, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა.

შარშან გამართულ აღლუმზე T-34-ს თან ახლდა რამდენიმე უფრო თანამედროვე – T-90 და T-14 ტიპის ტანკები. დღევანდელ აღლუმზე კი არცერთი ეს მოდელი არ გამოჩენილა. აღლუმზე წარმოდგენილი იყო Tigr-M და VPK-Ural-ის ტიპის ჯავშანტექნიკა, მაგრამ მთავარი აქცენტი ქვეყნის უახლეს საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, S-400-ზე და კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ სისტემა Yars-ზე გაკეთდა.

CNN-ის ცნობით, წითელ მოედანზე აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S