Accentnews.ge
BBC: ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ სამი მეთაური დაიღუპა

BBC: ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ სამი მეთაური დაიღუპა

09/05/2023 10:10:05 მსოფლიო

ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად სულ მცირე 12 პალესტინელი, მათ შორის დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ სამი მეთაური დაიღუპა, - იუწყება BBC.

პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა შორის სამი ქალი და სამი ბავშვია. დაშავდა კიდევ 20 ადამიანი.

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაიწყეს ოპერაცია, რომლის სამიზნესაც ტერორისტები წარმოადგენენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, ავიაციამ 10 ტერიტორიას დაარტყა, რომელსაც „ისლამური ჯიჰადი“ იარაღის დასამზადებლად იყენებდა და ასევე 6 სამხედრო ობიექტი გაანადგურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S