გუტერეში: "ამ მომენტში უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელია"
09/05/2023 09:26:10 მსოფლიო
გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ამჟამად რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის პერსპექტივა არ არსებობს, რადგან ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ შეუძლიათ გამარჯვება.
„სამწუხაროდ, არ ვფიქრობ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ მომენტში შესაძლებელია. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ შეუძლიათ, გაიმარჯვონ. ეს იყო რუსეთის შეჭრა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო კანონს და გაერო-ს წესდებას, მაგრამ ვერ ვხედავ რუსეთის მზადყოფნას, რომ გავიდეს ტერიტორიებიდან, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულია და ვფიქრობ, უკრაინას აქვს იმედი, რომ დაიბრუნებს მათ“, - აღნიშნა გუტერეშმა ესპანურ გამოცემა El País-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, გაერო შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ორივე მხარესთან დიალოგი ჰქონდეს კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისა და რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტი საკითხები.


