პოლონეთმა უკრაინას მიგ-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცა
08/05/2023 17:01:58 მსოფლიო
პოლონეთმა უკრაინას 10 ერთეული მიგ-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცა, – იუწყება უკრაინული მედია გამოცემა Defence24.pl-ის ჟურნალისტ იაკუბ პავლოვსკზე დაყრდნობით.
აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.
მარტის შუა რიცხვებში პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინას მიგ-29–ებს გადასცემდა.
უკრაინა დიდი ხანია, დასავლეთისგან თანამედორვე მოიერიშე თვითმფრინავებს ითხოვს. აშშ–მა და გერმანიამ განაცხადეს, რომ კიევში თვითმფრინავების გაგზავნის საკითხს არ განიხილავენ.


