Accentnews.ge
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ირანს რუსეთის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ირანს რუსეთის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა

08/05/2023 16:18:59 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბრისას თეირანს რუსეთის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ჩვენ განვიხილეთ ირანისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლობის საკითხი. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ირანმა უნდა განაგრძოს ეს თანამშრომლობა, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერა“, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გარდა ხსენებული საკითხებისა, მან ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან საუბრისას ირანში ორი კაცის სიკვდილით დასჯის ფაქტი დაგმო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S