Accentnews.ge
კრემლი საპროტესტო აქციების მეშვეობით თურქეთ-ნატო-ს წაკიდებას ცდილობდა

კრემლი საპროტესტო აქციების მეშვეობით თურქეთ-ნატო-ს წაკიდებას ცდილობდა

08/05/2023 14:44:51 მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლება ევროპაში გამართული საპროტესტო აქციების გამოყენებით თურქეთისა და მისი ნატო-ელი მოკავშირეების წაკიდებას ცდილობდა. ამავდროულად, პროვოკაციების მიზანს უკრაინის დისკრედიტაცია წარმოადგენდა, - იუწყება ცენტრი «Досье» გამოცემებთან DR, Expressen, Le Monde, NRK, Süddeutsche Zeitung, SVT და Westdeutscher Rundfunk ერთობლივად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით.

ჟურნალისტების ხელთ აღმოჩენილი დოკუმენტები მოწმობს, რომ მსგავსი ოპერაციებით რუსული სპეცსამსახურები პრეზიდენტის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობით იყვნენ დაკავებულები.

ამ ოპერაციების დაწყების საბაბად იქცა დანიის ანტიისლამური პარტია Stram Kurs-ის («მკაცრი კურსის») ლიდერ რასმუს პალუდანის აქცია, რომელმაც 2023 წლის 21 იანვარს სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანი დაწვა. საპასუხოდ ანკარამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცედურა შეაფერხა.

როგორც ირკვევა, ხსენებული აქციის ჩატარებაზე განაცხადი წარადგინა ვინმე ჩანგ ფრიკმა, რომელიც მანადე პროპაგანდისტულ რუსულ მედიასაშუალება Russia Today-სთან თანამშრომლობდა.

ამის შემდეგ მოსკოვი ევროპელი ან უკრაინელი აქტივისტების სახელით კიდევ რამდენიმე ანტითურქული ღონისძიების გამართვის ინიციატივით გამოვიდა.

მათგან სულ მცირე, ერთი ჩატარდა კიდეც: ეს 5 მარტს პარიზში, მონმარტრზე, სენ-პიერის მოედანზე მოხდა, სადაც 5 ადამიანი - ვითომდა უკრაინული თემის წევრი, აქციაზე გავიდა ანტითურქული ბანერით "ერდოღანო, მიწისძრა - ეს არის საზღაური რუსი ტურისტების დევნისთვის" და სკანდირებდა ლოზუნგს «Stop Erdogan!». ამ გზით კრემლს სურდა, უგულო ნაძირლებად წარმოეჩინა უკრაინელები თურქეთის იმ მიწისძვრის ფონზე, რომელმაც თითქმის 60 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სულ 2022 წლის დეკემბრიდან პარიზში, ჰააგაში, მადრიდსა და ბრიუსელში 10 მსგავსი ანტიუკრაინული ოპერაცია ჩატარდა. მათი მონაწილეები ხშირად სხვა მიტინგებსა თუ დემონსტრაციებს უერთდებოდნენ, რომელთა მიმდინარეობისას პროვოკაციებს აწყობდნენ.

ასე, მაგალითად, 11 თებერვალს პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ აქციას შეერია რუსული სპეცსამსახურების რამდენიმე წარმომადგენელი პლაკატებით, რომლებზეც ეწერა: "ევროკავშირო და აშშ, შეწყვიტეთ უკრაინაში ომის დაფინანსება!".

მსგავსი "აქტივისტები" შემჩნეულები არიან ასევე სხვა აქციებზე: ისინი ნატო-ს "დონეცკის დაბომბვისა და უკრაინელებისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ" მოუწოდებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S