Accentnews.ge
"დიდი შვიდეულის" ქვეყნები რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზე დარტყმას ამზადებენ

"დიდი შვიდეულის" ქვეყნები რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზე დარტყმას ამზადებენ

08/05/2023 14:16:45 მსოფლიო

"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზე დარტყმას ამზადებენ. მიმდინარე კვირას განიხილება ზომები რუსული ნავთობდარგის წინააღდეგ შემოღებული სანქციების გვერდის ავლის, მათ შორის ზღვრული ფასის მექანიზმის დარღვევის აღსაკვეთად, - იუწყება "Financial Times".

მისივე ინფორმაციით, სპეციალური პაკეტის განხილვა იაპონიაში, G7-ის ფინანსთა მინისტრების სხდომაზე იგეგმება.

კოალიციის წევრები აპირებენ, გააძლიერონ ბრძოლა "თაღლითური პრაქტიკის" წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობით ზღვრულზე (ბარელში არაუმეტეს $60) მეტ ფასად ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა.

მსგავს თაღლითურ პრაქტიკებს შორისაა მანიპულაცია ტანკერების ტრანსპონდერებით, რომლებიც ზღვაში "ითიშებიან", ან დანიშნულების პორტს არ გადასცემენ. Bloomberg-ის ინფორმაციით, სწორედ ასეთ რეჟიმში ტრანსპორტირდება სადღეისოდ რუსული ნავთობის ყოველი მესამე ბარელი, ანუ დღეში 1 მლნ ბარელზე მეტი.

მოქმედი სანქციების გვერდის ავლის სხვა სახეობებს შორისაა ცალკე ნავთობის ფასისა და ცალკე მისი ტრანსპორტირება/დაზღვევის ხარჯების გათვალისწინების მცდელობები: ორი უკანასკნელი მონაცემი ხშირ შემთხვევაში ბარელში $15-20-ს აღწევს.

ცნობისთვის: დასავლური სანქციების, ნავთობემბარგოს და ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ რუსეთის მთავრობის განცხადებების მიუხედავად, რუსეთს ექსპორტი არათუ არ დაუკარგავს, გაზარდა კიდეც: მარტო წინა კვირას ათობით ტანკერისგან შემდგარი "ჩრდილოვანი ფლოტის" წყალობით საზღვაო პორტებიდან დღეში 4,1 მლნ ბარელი გაჰქონდათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S