
რუსეთის 18 რეგიონში მძვინვარე ტყის ხანძრებს მსხვერპლი მოჰყვა
08/05/2023 12:34:22 საზოგადოება
რუსეთის 18 რეგიონში ტყის ხანძრებს ებრძვიან.
ცეცხლს კურგანის რეგიონში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 14 - დაშავდა. ხანძარმა 42 სახლი გაანადგურა. რეგიონის გუბერნატორმა ვადიმ შუმკოვმა პირობა დადო, რომ 50 ათას რუბლს მიიღებენ ისინი, ვინც ქონება სრულად დაკარგა.
გარდა ამისა, ტიუმენის რეგიონში, ხანძრის ჩაქრობისას 49 წლის ადგილობრივი მკვიდრი დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. რეგიონში, სულ მცირე, 124 შენობა დაიწვა.
სახელმწიფო სააგენტო „ავიალესოხრანის“ ინფორმაციით, 8 მაისის დილისთვის რუსეთში 154 ტყის ხანძარი მძვინვარებდა. რეგიონული ხელისუფლება და ორგანიზაცია „გრინპისი“ სტიქიურ კატასტროფაში ადამიანებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ხანძარი ბალახის დაწვისა და ჩაუმქრალი კოცონების გამო ჩნდება. კურგანის რეგიონში სისხლის სამართლის საქმე გულგრილობის მუხლით აღიძრა.