Accentnews.ge
ფაშინიანი მოსკოვში საცხრამაისო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

ფაშინიანი მოსკოვში საცხრამაისო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

08/05/2023 11:51:00 მსოფლიო

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 მაისს რუსეთს ეწვევა.

როგორც სომხეთის მთავრობის მეთაურის პრეს–სამსახურში აცხადებენ, ფაშინიანი მოსკოვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევით სამუშაო ვიზიტით ესტუმრება, რომლის დროსაც 9 მაისისთვის დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებშიც მიიღებს მონაწილეობას.

9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის საზეიმო ღონისძიებებს სავარაუდოდ, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი და ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომარტ ტოყაევიც დაესწრებიან.

ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში ზეიმზე ასევე მიიწვია თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუხამედოვი. სახელმწიფო სააგენტო Turkmenistan Today იტყობინება, რომ ბერდიმუხამედოვმა "მადლობა გადაუხადა მეგობარი სახელმწიფოს ლიდერს მიწვევისთვის", თუმცა ჩავა თუ არა იგი მოსკოვში, უცნობია.

კიდევ ერთი უცხოელი ლიდერი, რომელიც მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზეა მიწვეული, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონია. თუმცა ეწვევა თუ არა იგი მოსკოვს - ამ დროისთვის უცნობია.

ცნობისთვის: უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი კონტრშეტევის გამო რუსეთის ბევრ ქალაქში წელს საზეიმო აღლუმებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე უარი თქვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S