Accentnews.ge
ღია სივრცეში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გამყვანი 150 ლარით დაჯარიმდება

ღია სივრცეში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გამყვანი 150 ლარით დაჯარიმდება

08/05/2023 10:49:23 პოლიტიკა, საზოგადოება

ძაღლის ღია სივრცეში – ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმები იზრდება.

კანონპროექტის მიხედვით, ამ კანონდარღვევის ჩამდენი პირი გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 150 ლარით დაჯარიმდება, ხსენებული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი - 50-ის ნაცვლად 300 ლარით.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა.

შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S