Accentnews.ge
ISW: რუსეთის სარდლობაში არსებული პრობლემები გავლენას იქონიებს რუსული ძალების უნარზე, უპასუხონ უკრაინის კონტრშეტევას

ISW: რუსეთის სარდლობაში არსებული პრობლემები გავლენას იქონიებს რუსული ძალების უნარზე, უპასუხონ უკრაინის კონტრშეტევას

08/05/2023 09:21:52 მსოფლიო

რუსეთის სარდლობაში არსებული დაპირისპირება და ის ფაქტი, რომ უკრაინაში რუსული ძალების მეთაური ვალერი გერასიმოვი იძულებულია, მოლაპარაკება აწარმოოს დაქვემდებარებულ მეთაურებთან, ისევე, როგორც ამ მეთაურების შესაძლებლობა, მასზე ზეწოლა მოახდინონ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უნარზე, რუსეთის სამხედრო ძალებმა განახორციელონ კოორდინირებული ოპერაციები, მათ შორის - თავდაცვა,– ასკვნიან ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.

მათივე ვარაუდით, კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა აიძულეს გერასიმოვი, აღედგინა საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდება "ვაგნერის" ძალებისთვის ბახმუტში, მიუხედავად იმისა, რომ გერასიმოვი ამას პრიორიტეტად არ თვლიდა.

„მეთაურის თანამდებობამ, პრინციპში, უნდა მისცეს გერასიმოვს უფლება, უხელმძღვანელოს უკრაინაში ნებისმიერი რუსული ქვედანაყოფის მეთაურს, - მათაც, ვინც პასუხისმგებელია არარეგულარულ ფორმირებებზე, როგორიცაა "ვაგნერი" და "ახმატი". თუმცა, როგორც ჩანს, პრიგოჟინს და კადიროვს უმეტესწილად შეუძლიათ, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები თავიანთი ძალების შესახებ. ეს ფენომენი, როგორც ჩანს, უფრო გამოხატული ხდება, რაც უფრო დიდხანს აკონტროლებენ ეს ძალები ფრონტის ხაზის გარკვეულ მონაკვეთებს" - თვლიან ანალიტიკოსები.

მათივე აზრით, რუსული სამხედრო სარდლობა სულ უფრო მეტად აკისრებს პასუხისმგებლობას უკრაინის ფრონტის სხვადასხვა სექტორში მებრძოლი სხვადასხვა ძალების მეთაურებს და ძალაუფლების შესუსტება გრძელდება.

"გერასიმოვის შემცირებული უნარი, გააკონტროლოს მეთაურები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის არმიის შესაძლებლობას, განახორციელოს კოორდინირებული ოპერაციები პასუხისმგებლობის სხვადასხვა სფეროებში" - ასკვნიან ამალიტიკოსები.

ISW ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, სარეპუტაციო პრობლემების მიუხედავად, პუტინმა გერასიმოვი უკრაინაში რუსული ჯარების სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლოს, ამდენად, თვლის, რომ პრიგოჟინისა და კადიროვის მიერ გერასიმოვის საჯარო კრიტიკამ შეიძლება, ხანგრძლივი გავლენა იქონიოს მისი ოფისის ძალაუფლებაზე.

„პუტინი შესაძლოა, ცდილობდეს, ფავორიტი მეთაურები პასუხისმგებლობით დააჯილდოვოს მათი ოფიციალური თანამდებობების მიღმა, ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ დანიშნოს ისინი მაღალ თანამდებობებზე. ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსული არმია ამ სამეთაურო პრობლემებს მალე გადაწყვეტს და ეს სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ ირეაგირებენ რუსული ძალები სხვადასხვა ფრონტზე პოტენციურ უკრაინულ კონტრშეტევაზე“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S