Accentnews.ge
კვლევა: საქართველოს ომში ჩართვის შესახებ კონსპირაციულ გზავნილებს გამოკითხულთა 29% სარწმუნოდ მიიჩნევს

კვლევა: საქართველოს ომში ჩართვის შესახებ კონსპირაციულ გზავნილებს გამოკითხულთა 29% სარწმუნოდ მიიჩნევს

08/05/2023 08:59:35 საზოგადოება

„ზინქ ნეთვორქის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს ომში ჩართვის თაობაზე კონსპირაციულ გზავნილებს გამოკითხულთა 29% სარწმუნოდ მიიჩნევს.

კვლევაში შესაბამის კითხვებზე პასუხები ასე გადანაწილდა:

  • კითხვა: "რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში [უკრაინაში პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში]":

7% საერთოდ არ ვეთანხმები;

31% არ ვეთანხმები;

16% ნეიტრალური ვარ;

25% ვეთანხმები;

4% სრულად ვეთანხმები;

19% არ ვიცი/უარი პასუხზე.

  • კითხვა: "რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ უკრაინის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ჩართვას ომში [უკრაინაში პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში]:

5% საერთოდ არ ვეთანხმები;

24% არ ვეთანხმები;

14% ნეიტრალური ვარ;

33% ვეთანხმები;

7% სრულად ვეთანხმები;

17% არ ვიცი/უარი პასუხზე.

  • კითხვა: რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ქართული ოპოზიცია ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში [უკრაინაში პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში]:

6% საერთოდ არ ვეთანხმები;

29% არ ვეთანხმები;

13% ნეიტრალური ვარ;

28% ვეთანხმები;

6% სრულად ვეთანხმები;

18% არ ვიცი/უარი პასუხზე.

კვლევა ჩატარდა USAID-ს მხარდაჭერითა და „ზინქ ნეთვორქის“ დაკვეთით, საველე სამუშაოები „CRRC საქართველომ“ ჩაატარა.

ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ, გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 25%. გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე პერიოდში მთელს საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ცდომილების საშუალო ზღვარი +-2.4% იყო.

10-14 მარტს ჩატარდა დამატებით 1048 სატელოფონო ინტერვიუ. ამ შემთხვევაში ცდომილებამ შეადგინა +-2,6%.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S