ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად რუსეთი ცენტრალური აზიიდან ჩასული მიგრანტების გადაბირებას ცდილობს
08/05/2023 07:48:32 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად რუსეთი ცენტრალური აზიიდან ჩასული მიგრანტების გადაბირებას ცდილობს.
"საიმიგრაციო სამსახურის ტაჯიკურ და უზბეკურ ენაზე მოლაპარაკე თანამშრომლები რეგულარულად ცდილობენ მიგრანტების გადაბირებას", - ნათქვამია უწყების ანგარიშში.
მისი ცნობით, მიგრანტებს რეგისტრაციის სანაცვლოდ, ბონუსის სახით 2 390 აშშ დოლარს, ხელფასის სახით კი თვეში 4 160 აშშ დოლარამდე შემოსავალს სთავაზობენ.
„მიგრანტებს ასევე შესთავაზეს რუსეთის მოქალაქეობის მიღების სწრაფი გზა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადაში, ჩვეულებრივი ხუთი წლის ნაცვლად”, - აღნიშნულია ანგარიშში.
უწყების შეფასებით, მიგრანტების გადაბირება წარმოადგენს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევის ნაწილს, რომლის მიზანია უკრაინაში საბრძოლველად 400 000 მოხალისე შეკრიბოს.


