Accentnews.ge
ზელენსკი პარლამენტს სთავაზობს, 8 მაისს ნაციზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისს კი ევროპის დღე აღინიშნოს

ზელენსკი პარლამენტს სთავაზობს, 8 მაისს ნაციზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისს კი ევროპის დღე აღინიშნოს

08/05/2023 07:29:35 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს შესთავაზა, რომ 8 მაისი დაწესდეს მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვებისა და ხსოვნის დღედ და 9 მაისს აღნიშნოს არა როგორც გამარჯვების დღე, არამედ ევროპის დღე.

აქამდე უკრაინა ნაციზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავდა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ "სწორედ 8 მაისია ნაციზმზე გამარჯვების დღე, სწორედ ამ დღეს შევიდა ძალაში ვერმახტის ჩაბარების აქტი და სწორედ 8 მაისს მსოფლიო პატივს მიაგებს მათ, ვისი სიცოცხლეც ამ ომმა შეიწირა".

"სწორედ 8 მაისს იხსენებს უკრაინა და თავისუფალი სამყარო ისტორიაში ექვს საშინელ წელს, 1939 წლიდან 1945 წლამდე. ეს არის წლები, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 8 მილიონი უკრაინელის. ოკუპაციისა და სისასტიკის წლები, სისხლიანი ბრძოლები, დაბომბვა, ბლოკადები და მასობრივად სიკვდილით დასჯა, ჰოლოკოსტი. სხვადასხვა ადამიანები ერთიანად, ალიანსში, როგორც ანტიჰიტლერული კოალიციის ნაწილი, ეწინააღმდეგებოდა ბოროტებას. ეს იყვნენ ევროპისა და ამერიკის ხალხები... აზია, ავსტრალია, აფრიკა – თითოეულს აქვს ამ ომში ბრძოლის საკუთარი ისტორია, მაგრამ გამარჯვების საერთო ისტორია. [...]ეს არის სუფთა ისტორია, იდეოლოგიური მინარევების გარეშე. ეს არის ჩვენი ხალხის, ჩვენი მოკავშირეების, მთელი თავისუფალი სამყაროს ისტორია. დღეს ჩვენ მას ვუბრუნებთ ჩვენს სახელმწიფოს. დღეს უკრაინის უმაღლეს რადას წარვუდგენ კანონპროექტს, რომელიც მოითხოვს, 8 მაისის ნაციზმზე გამარჯვებისა და ხსოვნის დღედ დაწესებას", - თქვა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S