Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი - ბახმუტში ბრძოლა გრძელდება, რუსები ქალაქს ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით ბომბავს

უკრაინის გენშტაბი - ბახმუტში ბრძოლა გრძელდება, რუსები ქალაქს ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით ბომბავს

08/05/2023 06:10:45 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის 55 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელ ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, რუსები შეტევას ოთხი ძირითადი მიმართულებით ცდილობენ - ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით.

"ქალაქ ბახმუტში ბრძოლა გრძელდება. მას მოწინააღმდეგე ცეცხლგამჩენი და ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით ბომბავს. მტერმა შეტევა განახორციელა ხრომოვოს, ივანოვკის, ჩასოვ-იარის და სტუპოჩეკის მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია", - აცხადებენ გენშტაბში.

უწყებაში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის თავდასხმები წარუმატებელი აღმოჩნდა ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S