უკრაინა – რუსული ძალების მიერ წუხელ გაშვებული 35-ვე "დრონი" გავანადგურეთ
08/05/2023 05:49:38 მსოფლიო
უკრაინელებმა, რუსული ძალების მიერ წუხელ გაშვებული 35-ვე დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ღამით მტერმა კვლავ შეუტია უკრაინის ტერიტორიას ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, Shahed 136/131-ის გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა 35 დრონიდან 35 გაანადგურეს“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა და ავტომობილები და შენობები დაზიანდა.


