
ჩავუშოღლუ – F-35-ების პროგრამაში დაბრუნება აღარ გვსურს, ჩვენი სურვილია, ვაშინგტონმა თანხა დაგვიბრუნოს, ანკარა უკვე საკუთარ მოიერიშეს აწარმოებს
08/05/2023 05:23:59 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ანკარას F-35 ტიპის ამერიკული წარმოების ავიაგამანადურებელების პროგრამაში დაბრუნება აღარ სურს.
მისი თქმით, "ქვეყნის სურვილია, დააბრუნოს ვაშინგტონიდან ის თანხა, რომელიც თურქეთმა მოიერიშე თვითმფრინავებისთვის პროგრამიდან გარიცხვამდე გადაიხადა, ხოლო თვითმფრინავები მისთვის ამ დრომდე არავის მოუწოდებია".
"ანკარა ახლა აწარმოებს საკუთარ ეროვნულ საბრძოლო თვითმფრინავს", განმარტა მან და დასძინა, რომ თურქეთს ასევე სურს გააუმჯობესოს კავშირები აშშ-სთან.
თურქეთმა რუსული წარმოების С-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექსების მიწოდებაზე შეთანხმებას ხელი 2017 წელს მოაწერა. გარიგება 2,5 მილიარდ დოლარად შეფასდა. С-400–ების პირველი პარტია ანკარამ რუსეთისგან 2019 წელს მიიღო. შეთანხმებას კატეგორიულად ეწინააღმდგებოდა შეერთებული შტატები. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთს ამის გამო სანქციებიც დაუწესა და ახალი თაობის გამანადგურებლის F-35 წარმოების პროგრამიდან გამორიცხა.