ტეხასში, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, არიან დაღუპულები
08/05/2023 04:50:09 მსოფლიო
აშშ-ში, ტეხასის შტატში, მიგრანტთა თავშესაფრის ახლოს განთავსებულ ავტობუსის გაჩერებაზე დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა.
მომხდარი შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა, სულ მცირე, ექვსი ადამიანი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მედიის ცნობით, მძღოლი დაკავებულია და მას ბრალი უკვე წაუყენეს. ვარაუდობენ, რომ ეს მიზანმიმართული თავდასხმა იყო.


