Accentnews.ge
რუსეთმა კიევზე "დრონებით" თავდასხმა კვლავ განახორციელა

რუსეთმა კიევზე "დრონებით" თავდასხმა კვლავ განახორციელა

08/05/2023 04:40:45 მსოფლიო

კიევის სხვადასხვა რაიონში წუხელ უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქებას რამენიმე ადგილას ნგრევაც მოჰყვა.

"სამი ადამიანი დაშავდა სოლომენსკის რაიონში აფეთქების ადგილზე, ერთი კი სვიატოშინსკიში. სამედიცინო დახმარებას ადგილზე იღებენ. ორი დაშავებული სვიატოშინსკის რაიონში საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიევის სვიატოშინსკის რაიონში ორსართულიან შენობაზე უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრებევი ჩამოცვივდა. სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გაჩერებულ მანქანაზე ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა", - წერს კლიჩკო სოცილაურ ქსელში.

მისი ცნობით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S