Accentnews.ge
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა - ჩამონათვალი და აღდგენის გრაფიკი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა - ჩამონათვალი და აღდგენის გრაფიკი

07/05/2023 09:17:59 საზოგადოება

თბილისის ნაწილს წყალი არ აქვს. ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს და წყლის მიწოდების აღდგენის გრაფიკს აქვეყნებს:

მთაწმინდის რაიონში, გალის ქუჩაზე სატუმბო სადგურში, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 07/05-ის 18:00-მდე, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს: გოგებაშვილის ქუჩას თავის შესახვევებით, გალის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსის, რჩეულიშვილის ქუჩას ჩიხებითა და შესახვევებით; რ.ჯაფარიძის ქუჩას და შესახვევს, ჟვანიას ქუჩას.

სამგორის რაიონში, ვარკეთილის მას 3. 1 კვ. N 10 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 05:15-დან 09:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:ვარკეთილი 3. 10 კვ, წნორის წყლის ქუჩას

აღნიშნულ გამორთვას დაემატა: კალოუბნის ქუჩაწყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 07/05 16:00-მდე.

გლდანის რაიონში, ბორითის ქ. N 27 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01:00-დან 14:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:ბორთის და 26 მაისის ქუჩას

სამგორის რაიონში, პაატა გუგუშვილის ქ. N 26 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01:00-დან 12:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ნავთლუღის მე-2 დას,( რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩები) ქვემო მელითონეთა დასახლება, 31-ე ქარხნის აეროდრომის და მიმდებარე დასახლებას, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველს, გვაზავას, ცისკარას(გურჯიევი), ოდიშელიძის, ფრისის, სოფელ: გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს. კრწანისის რაიონში: ზემო და ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი, სოფ. ფონიჭალას, გიგანტის დასახლებას, ზოოვეტის დასახლებას, სოფ.ჭალას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S