Accentnews.ge
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა 9 მაისის აღლუმები გააუქმა

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა 9 მაისის აღლუმები გააუქმა

06/05/2023 12:09:54 მსოფლიო

რუსეთის რამდენიმე რეგიონში, 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაუქმება შესაძლოა, მიუთითებდეს რუსეთის ხელმძღვანელობაში საფრთხის მზარდ გრძნობაზე, რომელიც კრემლის თავზე უპილოტო საფრენი აპარატის აფეთქებას უკავშირდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის ექვს რეგიონსა და 21 ქალაქში, ასევე ოკუპირებულ ყირიმში უკვე გააუქმეს 9 მაისის აღლუმები. გარდა ამისა, კრემლი არ გამართავს საზეიმო მიღებას, ხოლო მოსკოვში სავარაუდოდ, უფრო მცირე მასშტაბის ზეიმი გაიმართება.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, 9 მაისის ღონისძებების გაუქმებაზე გავლენა სავარაუდოდ პროტესტებმა და უკრაინაში ომით უკმაყოფილებამაც იქონია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S