NATO აძლიერებს რუსულ წყალქვეშა ნავებზე „ნადირობას“
05/05/2023 18:48:59 მსოფლიო
ნატო აძლიერებს წყალქვეშა ნავების მონიტორინგს მას შემდეგ, რაც დაზვერვისთვის ცნობილი გახდა, რომ მოსკოვი ადგენს ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულ წყალქვეშა აქტივების რუკას და არ გამოირიცხება დივერსიები.
Bloomberg-ის ცნობით, 12-დღიანი წვრთნების უმეტესი ნაწილი, რომელიც მთავრდება პარასკევს და მასში მონაწილეობს ნატოს 12 მოკავშირე, დაეთმო მტრულ ფიქტიურ წყალქვეშა ნავზე ნადირობას ნორვეგიისა და ისლანდიის სანაპიროებზე.
ამ რაიონებში რუსულმა წყალქვეშა ნავებმა შეიძლება, ხელი შეუშალონ კომერციულ გემებს ან შეეცადონ, გადაჭრან სამხედრო მარშრუტები, რომლითაც აშშ-ს შეუძლია გააძლიეროს ევროპა. გარდა ამისა, დარტყმები შეიძლება განხორციელდეს წყალქვეშა კაბელებზე, რომლებითაც გადაიცემა მონაცემები და ელექტროენერგია.იმის შესახებ, რომ რუსეთმა „შეიძლება, წყალქვეშა კაბელები მიზანში ამოიღოს“, ამ კვირაში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში დევიდ კუტლერმა განაცხადა. მისი თქმით, რუსული გემები ადგენენ რუკებს ალიანსის ქვეყნების კრიტიკულ ინფრასტრუქტურის (ხმელეთზე და წყალქვეშ), ემზადებიან ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში წყალქვეშა სამიზნეებზე თავდასხმისთვის.
ასეთი თავდასხმების შიშით, პოლონეთის მთავრობამ მომზადა კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს გაანადგურონ გემები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გასულ წელს ნორვეგიიდან გახსნილ გაზსადენს.
უკრაინის ომის დროს რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა დაკარგა ფლაგმანი „მასკვა“, დაკარგა უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლო – კუნძული ზმეინი, გამოეპარა წყლის დრონებით შეტევა სევასტოპოლში. ჯერ კიდევ გასული ზაფხულის ბოლოდან, დასავლელი სამხედრო ოფიციალური პირების თქმით, იგი გადაიქცა ერთგვარ სანაპირო დაცვის ფლოტილად.
თუმცა, ომს უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის წყალქვეშა ფლოტზე, - განაცხადა გენერალმა კრისტოფერ კავოლმა აშშ-ის კონგრესში.
რუსული წყალქვეშა ნავები ახლა ატლანტის ოკეანისა და თავად ატლანტიკისკენ მიმავალ გზაზე ბევრად მეტ აქტივობას ავლენენ, ვიდრე აშშ-ს წლების განმავლობაში უნახავს, – თქვა მან.


