Accentnews.ge
WHO: COVID-19 გლობალური ჯანმრთელობისთვის კრიტიკულ და საგანგებო საფრთხეს აღარ წარმოადგენს

WHO: COVID-19 გლობალური ჯანმრთელობისთვის კრიტიკულ და საგანგებო საფრთხეს აღარ წარმოადგენს

05/05/2023 14:48:17 მსოფლიო

დიდი იმედით ვაცხადებ, რომ COVID-19 გლობალური ჯანმრთელობისთვის კრიტიკულ და საგანგებო საფრთხეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ COVID-19 გლობალური ჯანმრთელობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა.

გებრეისუსის განმარტებით, კორონავირუსი ჯერაც არსებობს და კლავს პაციენტებს, ასევე არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის, ინფიცირების შემთხვევების ზრდის და სიკვდილიანობის მატების რისკი.

ამასთან, აღნიშნა, რომ სახელმწიფოები კოვიდის სხვა ინფექციური დაავადებების მართვის მსგავს სტილზე უნდა გადაეწყონ.

WHO-ს ცნობით, კორონავირუსის შედეგად მსოფლიოში ჯამში სულ მცირე 20 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S