
კრემლის პოლიტიკის და ომის მხარდამჭერი მომღერალი საქართველოში „საავტორო ტურს“ გეგმავს
05/05/2023 14:19:48 საზოგადოება
იაკუტიელი მომღერალი და ბლოგერი ვარია მაქსიმა საქარველოში „საავტორი ტურს“ გეგმავს სახელწოდებით „Гамарджоба, Грузия“ (გამარჯობა, საქართველო)
იაკუტიელი ბლოგერის „რუსული არმიის დისკრედიტაციის“ შესახებ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტის აიხალ ამმოსოვის თქმით, ვარია მაქსიმა რუსული რეჟიმის პოლიტიკისა და უკრაინაში ომის მხარდამჭერია და ამ მიზნით კონცერტებს მართავს. საქველმოქმედო კონცერტებზე შემოსულ თანხას ის რუსულ არმიას სწირავს.
მისი ვარაუდით, ქართველი მესაზღვრეები მაქსიმას ქვეყანაში შესვალს არ დაუშლიან, თუმცა ამოსსოვი იმედოვნებს, რომ კონცერტის ჩატარებაში მომღერალს ხელს ქართველი აქტივისტები შეუშლიან.
„ის რესპუბლიკის (იაკუტიის) ერთ-ერთი პროპაგანდისტია, გამოდიოდა ამ „Z კონცერტებზე“ და იაკუტიელ კაცებს ომში წასვლისკენ მოუწოდებდა“, - თქვა აქტივისტმა.
მომღერლის "ინსტაგრამის" ანგარიშის მიხედვით, „საავტორო ტურის“ მონაწილეები 6-12 მაისს საქართველოს „კოლორიტულ ქალაქებს“ ეწვევიან - გორს, ყაზბეგს, კახეთს, ბორჯომს, ისტორიულ ღირშესანიშნაობებს, ციხე-სიმაგრეებს და „ათობით საუკეთესო ლოკაციას“. ტურის მონაწილეებთან ერთად მომღერალი საქართველოში ჩასვლას ვლადიკავკაზიდან აპირებს.
დავით მანიჟაშვილი