Accentnews.ge
კრემლის რეაქცია პრიგოჟინის მუქარაზე, რომ „მისი ბიჭები“ დატოვებენ ბახმუტს

კრემლის რეაქცია პრიგოჟინის მუქარაზე, რომ „მისი ბიჭები“ დატოვებენ ბახმუტს

05/05/2023 14:07:03 მსოფლიო

კრემლმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე კერძო სამხედრო კომპანია ევგენი პრიგოჟინის მუქარაზე, რომ მისი სენაერთები 10 მაისიდან დატოვებენ ბახმუტს.

კრემლმა ნახა პრიგოჟინის განცხადებები ბახმუტიდან „ვაგნერის“ გაყვანის შესახებ, მაგრამ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს“, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.

პრიგოშინმა ბოლო ერთ კვირაში რუსეთის სარდლობის მიმართ სამი მწვავე განცხადება გააკეთა, უკანასკნელში კი ბახმუტის დატოვებით დაიმუქრა.

პრიგოჟინის თქმით, „მისი ბიჭები“ შეიარაღების მიწოდების გარეშე გაუმართლებელ ბრძოლას ვეღარ გააგძელებენ.

როგორც პრიგჟინი ამტკიცებდა, 9 მაისისთვის ქალაქ ბახმუტის აღებას აპირებდნენ, მაგრამ 1 მაისიდან სამხედრო ბიუროკრატებმა იარაღის მიწოდება შეუწვიტეს.

„მათ ჰგონიათ რომ ისტორიაში ისინი შევლენ გამარჯვებულებად, თუმცა ისინი ისტორიაში უკვე შევიდნენ მშიშრებად. [...]ამიტომ, 2023 წლის 10 მაისს ჩვენ გავდივართ დასახლებული პუნქტიდან ბახმუტიდან... დავბანაკდებით ზურგში და ამ ბანაკებში დავუცდით, როდის დავჭირდებით რუსეთის ხალხს, ვფიქრობ ეს მალე მოხდება, იმიტომ რომ თქვენ იმის სამართავად არ გამოდგებით რაზეც დაგნიშნეს“, - თქვა პროგოჟინი ვიდეოში, რომელიც "ვაგნერის" პრეს–სამსახურმა გაავრცელა“.

მანამდე პრიგოჟინმა კიდევ ერთი ვიდეომიმართვა ჩაწერა „ვაგნერის“ ათეულობით დაღუპული სამხედროს ფონზე და მათ სიკვდილში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დაადანაშაულა.

„პრიგოჟინს სურს, პასუხისმგებლობა მოსალოდნელ მარცხზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაზე გადაიტანოს“, - ფიქრობს პოლიტიკური მიმომხილველი, პუტინის ყოფილი სპიჩრაიდერი აბას გალიამოვი და დასძენს, ”ის მუშაობს არა იმდენად პუტინზე, არამედ საზოგადოებრივ აზრზე“.

სამხედრო ექსპერტი პაველ ლუზინი დარწმუნებულია, რომ „ეს არის დამნაშავეების ძებნის ტიპიური მცდელობა და უწყებათაშორისი ბრძოლა პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S