მოსკოვის ომონი ბინოკლებით „შეაიარაღეს“ დრონების მოსაძებნად
05/05/2023 13:23:09 მსოფლიო
მოსკოვის ცენტრალურ ადმინისტრაციულ ოლქში OMON-ის მორიგე ოფიცრებს დრონებისთვის თვალყურის სადევნებლად ბინოკლები დაურიგეს. ეს მოხდა კრემლზე დრონებით მიტანილი სავარაუდო იერიშის შემდეგ,– იტყობინება კეტეგრამ–არხი „ბაზა“.
მისი თქმით, სენატის სასახლის სახურავზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ, ვასილიევსკის სპუსკზე OMON-ის უფროსი ცვლა ლუბიანკაში გადაიყვანეს სასაუბროდ.
მისივე ცნობით, კრემლის თავზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ OMON-ის უფროსი ცვლა „ლუბიანკაზე გადაიყვანეს სასაუბროდ“. აქ მდებარეობს ФСБ–ს შენობა.
„ФСБ -ს მთავარი პრეტენზია იყო, რომ დრონმა „ომონელებს“ თავზე გადაუფრინა, მაგრამ მათ რეაგირება არ მოუხდენიათ და არც გააფრთხილეს მისი მიახლოების თაობაზე. OMON –ის თანამშრომლების თქმით, დრონი ვერ დაინახეს, ხოლო როცა შენიშნეს, უკვე გვიანი იყო. ახლა ისინი ბინოკლებით იქნებიან „შეიარაღებული“ მსგავსი სიტუაციების აღმოსაფხვრელად. ოფიცრებს ბინოკლები მანამდეც ჰქონდათ, თუმცა მანქანებში ტოვებდნენ ჩვეულებისამებრ“,– წერს „ბაზა“.
მანამდე მოსკოვის ხელისუფლებამ საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლებს დაავალა დრონების მონიტორინგი. მაისის დღესასწაულებზე ისინი ჯგუფურად უნდა შეიკრიბონ, რათა თავიანთ ტერიტორიებზე „გაძლიერებულ რეჟიმში“ იმორიგეონ,– დაწერა „Осторожно, новости“–მ ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლებზე მითითებით.
„დაგვისახეს ამოცანა საჰაერო სივრცის მუდმივი ვიზუალური მონიტორინგისა, რათა გამოვავლინოთ ამოუცნობი მფრინავი აპარატი“, - თქვა წყარომ.
მანამდე მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები გადაყვანილ იქნა საგანგებო რეჟიმზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო და რუსეთის გვარდია - გაძლიერებულ რეჟიმში 10 მაისამდე.
ამავდროულად, უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა მოსკოვის წითელი მოედნის სრული დახურვა ვიზიტორებისთვის 27 აპრილიდან 10 მაისამდე. დაზვერვის ოფიცრები აპირებენ „სტერილური ზონის მოწყობას აღლუმისთვის“, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მომხდარი ინციდენტების შიშით, – განუცხადა ტელეგრამ–არხ Brief–სრუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყარომ. მოსკოვში აიკრძალა დრონების აფრენაც.


