ბერლინის პოლიციამ 8 და 9 მაისს საბჭოთა მემორიალებთან უკრაინის და რუსეთის დროშების გამოფენა აკრძალა
05/05/2023 11:02:41 მსოფლიო
ბერლინის პოლიციამ 8 და 9 მაისს ტრეპტოვის, ტირგარტენის და შიონჰოლცერ ჰაიდეს რაიონებში, სადაც მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი საბჭოთა მემორიალებია განთავსებული, უკრაინის და რუსეთის დროშების გამოფენა აკრძალა, – იუწყება გამოცემა Berliner Morgenpost.
პოლიციისცნობით, აკრძალვის საფუძველია „მაშინდელი საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნისთვის ღირსეული პატივის მიგება, რის გამოც სამივე მემორიალის მახლობლად აიკრძალა მარშების და ომის დროინდელი სიმღერების შესრულება".
პოლიციამ ასევე აკრძალა „ლოზუნგები, რომლებიც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება აღქმული იქნას, როგორც უკრაინაში ომის მიმართ თანხმობა, მისი განდიდება და ჰეროიზაცია“.
დროშების გამოფენა ამგვარად შარშანაც აიკრძალა ბერლინში, რასაც კრიტიკა მოჰყვა უკრაინის მაშინდელი ელჩის ანდრეი მელნიკის მხრიდან. შარშანდელი აკრძალვის დროს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ არ შეიძლება, ტოლობის ნიშანი დაისვას უკრაინის და რუსეთის დროშებს შორის.


