Accentnews.ge
აკრძალვის მიუხედავად, გარემოვაჭრეებმა ზუგდიდის ბაზართან მუშაობა განაახლეს

აკრძალვის მიუხედავად, გარემოვაჭრეებმა ზუგდიდის ბაზართან მუშაობა განაახლეს

05/05/2023 09:53:00 საზოგადოება

საპროტესქტო აქციის მონაწილე ექვსი გარემოვაჭრე ზუგდიდის მერ მამუკა წოწერიას და მის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას შეხვდა, თუმცა მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა. აკრძალვის მიუხედავად, გარემოვაჭრეებმა მუშაობა განაახლეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ აპირებენ დათანხმდნენ მერიის შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართებს, რადგან გაუჭირდებათ გადასახადების გადახდა. გარდა ამისა, მიუთითებენ, რომ შეთავაზებული ადგილები მოუწესრიგებელია და მყიდველი იქ მარტივად ვერ მივა.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ აკეთებენ ყველაფერს, რათა პრობლემა “გარევაჭრეებისთვის უმტკივნეულოდ” მოაგვარონ. მერიის ზედამხედვწლობის სამსახურის უფროს გიგა მელიას განცხადებით, მათ აქციის მონაწილეებს შესთავაზეს სხვადასხვა ტიპის ფართები, სადაც გადასახადზე თავად შეჯერდებიან ობიექტის მფლობელებთან. მისი სიტყვებითვე, მერიის შუამდგომლობით გარემოვაჭრეები რამდენიმე თვის განმავლობაში გადასახადზე შეღავათებით ისარგებლებენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ გარემოვაჭრეები აქციას დილიდან მართავდნენ. გუშინ, 4 მაისს, მათ მიიღეს გამაფრთხილებელი წერილი, რომლითაც მერია გარევაჭრობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მერიამ გარემოვაჭრეებს წერილობით აცნობა, რომ საქმიანობის ამ ფორმით გაგრძელების შემთხვევაში, "კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს" გამოიყენებს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს ჯარიმას და გასაყიდი ნივთების ჩამორთმევას. მათ დღეს მერიის შენობაში შეჭრაც სცადეს რაშიც პოლიციამ შეუშალა ხელი.

რამდენიმე დღის წინ, 1 მაისს, ზუგდიდის ბაზართან აქცია გამართეს ბაზარში დასაქმებულებმა. მათი მოთხოვნა სწორედ გარევაჭრობის აკრძალვა იყო. მათ პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღეს მუნიციპალიტეტისგან და ბაზრის ადმინისტრაციისგან.

გარევაჭრობის აკრძალვას წლების განმავლობაში ცდილობდნენ ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა ყოველი პროტესტის შემდეგ ძველი მოცემულობა ბრუნდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S