თურქეთში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე რუს და უკრაინელ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)
05/05/2023 08:59:01 მსოფლიო
თურქეთში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის მიმდინარეობისას რუს და უკრაინელ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, – იუწყება თურქული მედია.
როგორც ინციდენტის ამსახველ ვიდეოში ჩანს, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა დეპუტატმა ვალერი სტავიცკიმ უკრაინის დროშა ჩამოხია. ამის გამო მას უკრაინელი დეპუტატი ოლექსანდრ მარიკოვსკი ფიზიკურად გაუსწორდა.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სესია ანკარაში იმართება.


