Accentnews.ge
„ვაგნერი“ ბახმუტს 10 მაისს დატოვებს – პრიგოჟინი

„ვაგნერი“ ბახმუტს 10 მაისს დატოვებს – პრიგოჟინი

05/05/2023 08:53:13 მსოფლიო

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ 10 მაისს დატოვებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს.

ის რუსეთის თავდაცვის ხელმძღვანელობას მიმართავს, რომ „მისი ბიჭები“ შეიარაღების მიწოდების გარეშე გაუმართლებელ ბრძოლას ვეღარ გააგძელებენ.

მისი თქმით, 9 მაისისთვის ქალაქ ბახმუტის აღებას აპირებდნენ, მაგრამ 1 მაისიდან სამხედრო ბიუროკრატებმა იარაღის მიწოდება შეუწვიტეს.

„მათ ჰგონიათ რომ ისტორიაში ისინი შევლენ გამარჯვებულებად, თუმცა ისინი ისტორიაში უკვე შევიდნენ მშიშრებად. [...]ამიტომ, 2023 წლის 10 მაისს ჩვენ გავდივართ დასახლებული პუნქტიდან ბახმუტიდან... დავბანაკდებით ზურგში და ამ ბანაკებში დავუცდით, როდის დავჭირდებით რუსეთის ხალხს, ვფიქრობ ეს მალე მოხდება, იმიტომ რომ თქვენ იმის სამართავად არ გამოდგებით რაზეც დაგნიშნეს“, - ამბობს პროგოჟინი ვიდეო მიმართვაში, რომელიც "ვაგნერის" პრეს–სამსახურმა გაავრცელა“, - ამბობს ევგენი პრიგოჟინი ვიდეომიმართვაში.

მანამდე პრიგოჟინმა კიდევ ერთი ვიდეომიმართვა ჩაწერა „ვაგნერის“ ათეულობით დაღუპული სამხედროს ფონზე და მათ სიკვდილში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დაადანაშაულა.

იხილეთ ასევე: მტრის პოტენციალი იწურება - უკრაინის არმიის აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S