ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა შეძლოს რკინიგზა დივერსიისგან დაიცვას
05/05/2023 07:09:44 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის დღევანდელი ანგარიში რუსეთში, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში, რკინიგზაზე მომხდარ ინციდენტებს ეხება. დაზვერვა ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა შეძლოს რკინიგზა დივერსიისგან დაიცვას.
დაზვერვის სამსახურის ცნობით, ასეთმა შემთხვევებმა თითქმის შეაფერხა რკინიგზის მიწოდება რუსული ძალების საჭიროებისთვის - ყოველ შემთხვევაში, მცირე ხნით მაინც კონკრეტულ ადგილებში.
"მიუხედავად იმისა, რომ სარკინიგზო ეკიპაჟებს შეუძლიათ სწრაფად აღადგინონ ხაზები, ეს ინციდენტები ზრდის ზეწოლას რუსეთის ფედერაციის შიდა უსაფრთხოების ძალებზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებენ რუსეთის ვრცელი და დაუცველი სარკინიგზო ქსელის თავდასხმებისგან სრულად დაცვას", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის სამსაური.
უწყების წინა მიმოხილვაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთს სავარაუდოდ, მოუწევდა საწვავის მიწოდების სისტემის შეცვლა უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში საწყობებზე რეგულარული დარტყმების გამო.


