Accentnews.ge
მირიამ ლექსმანი - „ქართული კოშმარი“ მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ

მირიამ ლექსმანი - „ქართული კოშმარი“ მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ

05/05/2023 07:06:17 პოლიტიკა

„ქართული კოშმარი“ მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ, - ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ განცხადებას, რომელმაც უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა დაგმო.

"ასეთი შეფასება მისასალმებელია, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული", წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

მანამდე „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში მონაწილეობას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მორიგ სხდომაზე „ქართული ოცნების“ სტატუსის საკითხს გადახედოს.

ცნობისათვის: „ქართულ ოცნებას“ „ევროპელი სოციალისტების პარტიაში“ ამჟამად პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსი აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S