Accentnews.ge
სერბეთში მასობრივ მკვლელობაში ეჭმიტანილს ეძებენ

სერბეთში მასობრივ მკვლელობაში ეჭმიტანილს ეძებენ

05/05/2023 06:30:43 მსოფლიო

სერბეთში ძებნაა გამოცხადებული კაცზე, რომელიც ეჭვმიტანილია, სულ მცირე, 8 ადამიანის მკვლელობასა და 13-ის დაჭრაში. შემთხვევა 4 აპრილის ღამის საათებში მოხდა სერბეთის რამდენიმე სოფელი დუბონაში, მალო ორაშსა და შეფშინში. როგორც სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი RTS იუწყება, თავდამსხმელს 600-მდე სამართალდამცველი ეძებს, გადაკეტილია სოფლების მისადგომები.

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრატისლავ გაშიჩმა ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა, მისი თქმით, იგი არის 21 წლის უროს ბ. პოლიციას თავდასხმის სავარაუდო მოტივი არ დაუსახელებია.

მიმდინარე კვირაში ბელგრადის დაწყებით სკოლაში 13 წლის მოზარდმა მამის კუთვნილი იარაღიდან მოკლა 8 მოსწავლე და სკოლის დაცვის თანამშრომელი, დაჭრა 6 მოსწავლე და სკოლის მასწავლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S