Accentnews.ge
აშშ–ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი – ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს

აშშ–ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი – ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს

05/05/2023 05:51:52 მსოფლიო

აშშ–ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ევრილ ჰეინსის განცხადებით, „ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, მიუხედავად წარსულში კრემლის მხრიდან მუქარისა და იმ მძიმე მსხვერპლისა, რომელიც განიცადეს რუსეთის ჯარებმა უკრაინაში. ეს ძალზე ნაკლებად სავარაუდოა". ამის შესახებ მან ხუთშაბათს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

აშშ-ის ოფიციალური პირები თვეების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ისინი ვერ ხედავენ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ ისინი ფხიზლად რჩებიან,– იუწყება „ამერიკის ხმა“.

თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას START III ხელშეკრულებაში, ბოლო დარჩენილ ბირთვულ შეთანხმებაში შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. ხელშეკრულება ზღუდავს სტრატეგიული ქობინების რაოდენობას, რომელთა განთავსებაც შეუძლია თითოეულ მხარეს.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უენდი შერმანმა თქვა, რომ პუტინის განცხადება 25 მარტს, რომ რუსეთი ემზადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განსათავსებლად, იყო მისი მცდელობა, ეს მუქარა გამოიყენოს „კონტროლირებული სახით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S