Accentnews.ge
ევროსტატი - 2022 წელს ევროკავშირში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 13%-ით შემცირდა

ევროსტატი - 2022 წელს ევროკავშირში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 13%-ით შემცირდა

04/05/2023 15:58:54 მსოფლიო

2022 წელს ევროკავშირში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 13%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური (ევროსტატი) ავრცელებს.

2008 წლიდან ეს მესამე ყველაზე დაბალი დაფიქსირებული მაჩვენებელია 2012 და 2014 წლების მაჩვენებლების შემდეგ.

2022 წელს ევროკავშირში ბუნებრივი აირის ყველა დიდმა მომხმარებელმა შეამცირა მოთხოვნა. კერძოდ, გერმანიამ - 3.07 ტერაჯოული (-15.4%-ით 2021 წელთან შედარებით), იტალიამ - 2.61 ტერაჯოული (-9.9-ით) და საფრანგეთმა - 1.54 ტერაჯოული (-9.6%-ით). მოთხოვნა ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში შემცირდა, გარდა ირლანდიისა და მალტისა, სადაც იგი მცირედით გაიზარდა - 2.1%-ით და 1.4%-ით, შესაბამისად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S